| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე გოგიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1997 წელს და ასპირანტურა ფოლკლორისტიკის სპეციალობით 2001 წელს; 2002 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი სადისერტაციო თემისთვის "ჯადოსნური ზღაპრის მითოსური და რელიგიური ასპექტები" (ხელმძღვანელი ზურაბ კიკნაძე). 1998-1999 წლებში იყო Günther-Findel-Stiftung სტიპენდიატი; 2000-2002 წლებში - მაინცის ევროპის ისტორიის ინსტიტუტის სტიპენდიატი; 2004-2005, 2009, 2011 წლებში - DAAD სტიპენდიატი; 2005 და 2007 წლებში - ვოლფენბიუტელის ჰერცოგ აუგუსტის ბიბლიოთეკის სტიპენდიატი; 2008-2009 წლებში - ფრიც ტისენის ფონდის სტიპენდიატი ერფურტის უნივერსიტეტში და გოთას სამეცნიერო ბიბლიოთეკაში; 2006 წლიდან კითხულობს ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე; თსუ ქართული ლიტერატურის ისტორიის ს / ს ინსტიტუტის ფოლკლორისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი. ეთნოლოგების მანანა შილაკაძისა და ანზორ გოგიაშვილის შვილი. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

