The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ სურგულაძე

რევაზ სურგულაძე
Date of birth:1940
Date of death:2007  (at 67 years)
Category:Scientist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩიბათი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1963 წელს.

მუშაობდა რადიომაუწყებლობის ახალგაზრდულ გადაცემათა რედაქციაში; 1964 წლიდან საქართველოს პროფსაბჭოს კულტურის განყოფილების ინსტრუქტორად; 1968 წელს დაინიშნა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში ახალგაზრდულ გადაცემათა რედაქციის უფროსი რედაქტორის თანამდებობაზე; 1972 წელს  საქართველოს კომპარტიის თბილისის ორგანიზაციის ორჯონიკიძის რაიკომის ინსტრუქტორად; 1973 წელს თსუ პარტიული კომიტეტის მდივნის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს; 1979 წელს დაუბრუნდა სპეციალობას, როგორც პრესის სოციოლოგიური კვლევის ლაბორატორიის უფ. მეცნიერ თანამშრომელი; რამდენიმე ხნის შემდეგ დაინიშნა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, სადაც ცხრა წლის განმავლობაში იმუშავა; 2001 წლიდან მუშაობდა თსუ–ის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე საზოგადოებრივ ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელად; პარალელურად მუშაობდა ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო და ინტერნეტული ჟურნალისტიკის კათედრის გამგედ. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადებული და გამოცემულია არაერთი გაზეთი და ჟურნალი, სამეცნიერო თუ მეთოდური ხასიათის ნაშრომები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ურნალისტიკის მმართველობითი ბუნება და მისი გამოვლენის თავისებურებანი", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.154


Share: