| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ კანკია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი; ტამბოვის სამშენებლო ინსტიტუტი 1987 წელს. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის 64-ე ტოპოგრაფიულ პარტიაში, 1980 წლიდან სენაკის №5 ტრესტში ინჟინერ-გეოდეზისტად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს 1993 წლის თებერვალში მოხალისედ წავიდა აფხაზეთში, იბრძოდა ბატალიონ "ავაზას" შემადგენლობაში. დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს, ე. წ. "ტამიშის ოპერაციის" დროს. (უფროსი ლეიტენანტი იყო, ომის პერიოდში კაპიტნის წოდება მიიღო). ნოდარ კანკიას სახელი ეწოდა იმ ქუჩას, სადაც ცხოვრობდა. სენაკში მისი სახელობის ორი ბიუსტი დგას. ერთი მე–4 სკოლის ეზოში, მეორე ქალაქის სკვერში, გურამ გაბესკირიას და გენო ადამიას გვერდით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.214-216 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

