The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ კანკია

ნოდარ კანკია
Date of birth:1 June, 1955
Date of death:2 July, 1993  (at 38 years)
Burial location: ქ. სენაკი
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი; ტამბოვის სამშენებლო ინსტიტუტი 1987 წელს.

ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის 64-ე ტოპოგრაფიულ პარტიაში, 1980 წლიდან სენაკის №5 ტრესტში ინჟინერ-გეოდეზისტად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს 1993 წლის თებერვალში მოხალისედ წავიდა აფხაზეთში, იბრძოდა ბატალიონ "ავაზას" შემადგენლობაში. დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს, ე. წ. "ტამიშის ოპერაციის" დროს. (უფროსი ლეიტენანტი იყო, ომის პერიოდში კაპიტნის წოდება მიიღო). ნოდარ კანკიას სახელი ეწოდა იმ ქუჩას, სადაც ცხოვრობდა. სენაკში მისი სახელობის ორი ბიუსტი დგას. ერთი მე–4 სკოლის ეზოში, მეორე  ქალაქის სკვერში, გურამ გაბესკირიას და გენო ადამიას გვერდით. აქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.214-216

Awards and Honors

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: