The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ვარდოსანიძე

გურამ ვარდოსანიძე
Other name:სეფე
Date of birth:28 October, 1941
Date of death:12 December, 2020  (at 79 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

ქართული ხალხური ცეკვების ხელოვნებას ეზიარა ქ. ზესტაფონის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლში რევაზ აბრამიშვილის ხელმძღვანელობით. 1959 წლიდან 1961 წლამდე ცეკვავდა ქუთაისის ახალგაზრდობის ცეკვის ანსამბლში. 1961 წლიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და მუშაობა დაიწყო ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოსთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლში (ქორეოგრაფი რესპუბლიკის სახალხო არტისტი ბუხუტი დარახველიძე). 1964 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის დამსახურებული აკადემიური ანსამბლის წევრია. მიღებული აქვს სსრკ კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი, ჰელსინკის მსოფლიო სტუდენტთა და ახალგაზრდობის მე-8 ფესტივალის ლაურეატი (1962).

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.203; გურამ (სეფე) ვარდოსანიძე : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2021.- 18-19 იანვარი.- N11-12 (9130-9131).- გვ.11

Awards and Honors

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: