The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ ხაჭაპურიძე

რამაზ ხაჭაპურიძე
დაბადების თარიღი:2 ივნისი, 1964  (62 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

    
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქ. ქუთაისის N4 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი 1982 წელს; ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენა-ლიტერატურა და ისტორიის სპეციალობით 1991 წელს.

1985 წლამდე მუშაობდა ქ. ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში; 1991-1993წწ. ტყიბულის რაიონის სოფელ ციხია-ბობოთის საშუალო სკოლაში ქართული ენა-ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლად; 1993 წელს კონკურსის წესით მუშაობა დაიწყო აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 2005-2006წწ. იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 2006 წლიდან არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და კულტურის ისტორიის კათედრის მასწავლებელი; 2007-2008წწ. სასწავლო წლიდან 2013-2014წწ. მუშაობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის დეპარტამენტის, არქეოლოგიის მიმართულებაზე, როგორც მოწვეული მასწავლებელი (საგანი ანთროპოლოგია); 2014-2019წწ. მუშაობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის დეპარტამენტის, არქეოლოგიის მიმართულებაზე, ასისტენტ – პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (საგანი ანთროპოლოგია); 2019 წლის 20 სექტემბრიდან არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის დეპარტამენტის, არქეოლოგიის მიმართულებაზე, ასოცირებული – პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (საგანი ანთროპოლოგია). არის 101 სამეცნიერო ნაშრომისა და ორი სახელმძღვანელოს ავტორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაგიურ-რელიგიური მკურნალობის ისტორიიდან (იმერეთის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)", დაიცვა 2006 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: