| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ ხაჭაპურიძე![]()
Biography დაამთავრა ქ. ქუთაისის N4 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი 1982 წელს; ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენა-ლიტერატურა და ისტორიის სპეციალობით 1991 წელს. 1985 წლამდე მუშაობდა ქ. ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში; 1991-1993წწ. ტყიბულის რაიონის სოფელ ციხია-ბობოთის საშუალო სკოლაში ქართული ენა-ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლად; 1993 წელს კონკურსის წესით მუშაობა დაიწყო აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 2005-2006წწ. იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 2006 წლიდან არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და კულტურის ისტორიის კათედრის მასწავლებელი; 2007-2008წწ. სასწავლო წლიდან 2013-2014წწ. მუშაობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის დეპარტამენტის, არქეოლოგიის მიმართულებაზე, როგორც მოწვეული მასწავლებელი (საგანი ანთროპოლოგია); 2014-2019წწ. მუშაობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის დეპარტამენტის, არქეოლოგიის მიმართულებაზე, ასისტენტ – პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (საგანი ანთროპოლოგია); 2019 წლის 20 სექტემბრიდან არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის დეპარტამენტის, არქეოლოგიის მიმართულებაზე, ასოცირებული – პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (საგანი ანთროპოლოგია). არის 101 სამეცნიერო ნაშრომისა და ორი სახელმძღვანელოს ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაგიურ-რელიგიური მკურნალობის ისტორიიდან (იმერეთის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)", დაიცვა 2006 წელს. Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

