| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ჩინჩალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2008 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურა 2010 წელს; 2008 წელს გაიარა ტრენინგები - ადგილობრივი დემოკრატია, საერთაშორისო გამოცდილება; street law. 2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; 2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2010 წელს გაიარა ტრენინგი - სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტი "სასამართლო მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა"; 2011-2019წწ. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - დისკრიმინაციის მიმართულების სტატისტიკის ანალიზის ფორმების შევსების შესახებ; სამართლებრივი მართლწერა; სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული; ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა; მტკიცებულებათა ცნება (შეფასება, დაშვება, გამოკვლევა, გამოქვეყნება და დემონსტრირება); სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმა, მისი დასაბუთება და ტექსტის სტილისტიკური გამართულობა; განაჩენის დასაბუთება, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და დასაბუთება, ნასამართლეობის მოხსნა; სასამართლო განაჩენთა დასაბუთება; ეფექტური კომუნიკაცია და მისი როლი მომსახურებაში; 2022 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2008-2009წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკანტი; 2009-2010წწ. - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს პრაქტიკანტი; 2010-2011წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაჟიორი; 2011-2015წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სხდომის მდივანი; 2015-2023წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; თბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

