The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ჩინჩალაძე

ნინო ჩინჩალაძე
Date of birth:29 December, 1986  (39 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2008 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურა 2010 წელს; 2008 წელს გაიარა ტრენინგები - ადგილობრივი დემოკრატია, საერთაშორისო გამოცდილება; street law. 2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; 2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2010 წელს გაიარა ტრენინგი - სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტი "სასამართლო მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა"; 2011-2019წწ. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - დისკრიმინაციის მიმართულების სტატისტიკის ანალიზის ფორმების შევსების შესახებ; სამართლებრივი მართლწერა; სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული; ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა; მტკიცებულებათა ცნება (შეფასება, დაშვება, გამოკვლევა, გამოქვეყნება და დემონსტრირება); სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმა, მისი დასაბუთება და ტექსტის სტილისტიკური გამართულობა; განაჩენის დასაბუთება, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და დასაბუთება, ნასამართლეობის მოხსნა; სასამართლო განაჩენთა დასაბუთება; ეფექტური კომუნიკაცია და მისი როლი მომსახურებაში; 2022 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2008-2009წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკანტი; 2009-2010წწ. - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს პრაქტიკანტი; 2010-2011წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაჟიორი; 2011-2015წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სხდომის მდივანი; 2015-2023წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.geთბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge


Share: