| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიანა ფომაევა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2014 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა 2016 წელს; 2016 წელს გაიარა "მართვის აკადემიის" კურსი - მართვის თანამედროვე სტანდარტები; 2018 წელს დაესწრო USAIS/PROLoG-ის კონფერენციას - ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში, ასევე, ამავე წელს გაიარა ტრენინგები "სამართლებრივი წერა და მართლწერა" და "მხარდაჭერის ინსტიტუტის გამოწვევები სამოქალაქო სამართალში"; არის 2019 USAID/PROLoG-სა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის გამარჯვებული; 2019 წელს გაიარა ტრენინგები "პროფესიული წერა და საქმიანი კომუნიკაცია" და "რადიკალიზმის პრევენცია"; 2020 წელს გაიარა ტრენინგი "კომუნიკაციის სტანდარტები"; 2022 წელს გაიარა ტრენინგი "გენდერული ზეგავლების შეფასება"; 2023 წელს გაიარა ტრენინგი "რელიგიისა და რწმენის თავისუფლება"; 2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2013-2014წწ. - საადვოკატო ბიუროს სტაჟიორი; 2015-2017წწ. - შპს "ტვინოს" საქმის წარმოების უფროსი/იურიდიული განყოფილების ჯგუფის უფროსი/ტრენერი; 2018-2023წწ. - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის რეფერენტი; 2024 წლის დეკემბრიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

