The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიანა ფომაევა

მარიანა ფომაევა
Date of birth:31 May, 1992  (34 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2014 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა 2016 წელს; 2016 წელს გაიარა "მართვის აკადემიის" კურსი - მართვის თანამედროვე სტანდარტები; 2018 წელს დაესწრო USAIS/PROLoG-ის კონფერენციას - ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში, ასევე, ამავე წელს გაიარა ტრენინგები "სამართლებრივი წერა და მართლწერა" და "მხარდაჭერის ინსტიტუტის გამოწვევები სამოქალაქო სამართალში"; არის 2019 USAID/PROLoG-სა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის გამარჯვებული; 2019 წელს გაიარა ტრენინგები "პროფესიული წერა და საქმიანი კომუნიკაცია" და "რადიკალიზმის პრევენცია"; 2020 წელს გაიარა ტრენინგი "კომუნიკაციის სტანდარტები"; 2022 წელს გაიარა ტრენინგი "გენდერული ზეგავლების შეფასება"; 2023 წელს გაიარა ტრენინგი "რელიგიისა და რწმენის თავისუფლება"; 2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2013-2014წწ. - საადვოკატო ბიუროს სტაჟიორი; 2015-2017წწ. - შპს "ტვინოს" საქმის წარმოების უფროსი/იურიდიული განყოფილების ჯგუფის უფროსი/ტრენერი; 2018-2023წწ. - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის რეფერენტი; 2024 წლის დეკემბრიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: