| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გარსო მამაცოვი![]()
Biographyმუშაობდა პაპიროსის ფაბრიკაში, ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ მუშაობას და გაფიცვებს, რის გამოც გადაასახლეს არხანგელსკის გუბერნიაში, საიდანაც გამოიქცა და თბილისში სხვისი პასპორტით ცხოვრობდა, მონაწილეობდა ბევრ ტერორისტულ აქტში. 1907 წელს მოკლა ძმები იმნაძეები, იმავე წელს სხვა ტერორისტებთან ერთად თავს დაესხა ერთ-ერთ შავრაზმელს. პოლიციელებმა გარსო მამაცოვი ფეხში დაჭრეს და შეიპყრეს. სამხედრო სასამართლომ მას ჩამოხრჩობა მიუსაჯა და 1908 წელს, "ძალიან ჩუმი კაცი, რომელიც არ გავდა ზოგიერთ ტრაბახა ტერორისტებს", მეტეხის ციხეში ჩამოახრჩვეს- ასე წერდა მის შესახებ ჟურნალი "რევოლუციის მატიანე". წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.25-26; რევოლუციის მატიანე : პარტიის ისტორიული ჟურნალი.-ტფილისი, 1924.-N 4-5 (9-10).- გვ.384
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

