The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ურუშაძე

ვასილ ურუშაძე
Date of birth:1913  (113 years)
Date of death:19??
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სუფსა, ლანჩხუთის რაიონი.

1935 წლიდან მსახურობდა შავი ზღვის ფლოტში, სადაც დაამთავრა საშუალო მეთაურთა კურსები. დიდი სამამულო ომის დროს ქალაქ სევასტოპოლში მეთაურობდა მეზღვაურთა დანაყოფს. ფაშისტების მიერ სევასტოპოლის დროებით დაკავების შემდეგ ვასილ ურუშაძე ცდილობდა ბრძოლით გადმოსულიყო ფრონტის ხაზზე და შეერთებოდა საბჭოთა არმიას, "მაგრამ საომარი საჭურვლის შემოლევის გამო, ბრიგადის ნარჩენები გერმანელებმა ტყვედ იგდეს და მათთან ერთად ვასილ ურუშაძეც. ამ მომენტიდან ვასილ ურუშაძე მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ფაშისტებს ხელიდან გასხლტომოდა და შეურიგებლად ებრძოლა მათ წინააღმდეგ, მაგრამ ეს განზრახვა მან ერთხანს ვერ განახორციელა. ამის შემდეგ ვასილ ურუშაძე სხვებთან ერთად ბანაკიდან ბანაკში გადაჰყავდათ და, ბოლოს, გერმანიაში გააგზავნეს, ხოლო 1943 წლის ივნისში გადაიყვანეს იტალიაში, ქ. უდინოში. 1944 წლის მაისში მან სხვა ქართველებთან ერთად თავი დააღწია ფაშისტების ტყვეობას და შეუერთდა იტალიელ პარტიზანებს". ქართველ და იტალიელ პარტიზანთა ერთ-ერთი ხელმძღვანელი მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთ იტალიაში.

წყარო: ქართველი პარტიზანები ფაშისტებისაგან იტალიის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში / ნ. ჭეიშვილი.- ბათუმი, 1958. გვ.15


Share: