The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ლორთქიფანიძე

ნინო ლორთქიფანიძე
Date of birth:2 February, 1924
Date of death:2009  (at 84 years)
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის ბალეტის არტისტის კვალიფიკაციით 1943 წელს.

საქართელოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩაბმული ქართული ხალხური ცეკვის თვითმოქმედ სტუდენტურ ანსამბლში. 1946 წლიდან მან მუშაობა დაიწყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში, სადაც სრულყოფილად დაეუფლა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის რთულ ხელოვნებას. ანსამბლში მოღვაწეობის 20 წლის მანძილზე მრავალ ცეკვაში მონაწილეობდა, წარმატებით ასრულებდა სოლო პარტიებს. მისი ღვაწლი აღინიშნა ჯილდოებით, მედლებით, სიგელებით, დიპლომებით, მადლობებით. იგი 1953 წელს ბუქარესტში გამართული მსოფლიო ახალგაზრდობის მე-4 საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატია. ანსამბლიდან წასვლის შემდეგ 1970-1979 წლებში მუშაობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ცეკვის პედაგოგად.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.225-226

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1955 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: