| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ფირცხალავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მანქანათმშენებლობის სპეციალობით 1959 წელს. მუშაობდა ქუთაისის ავტოქარხანაში განყოფილების უფროსად, შემდეგ ცხაკაიას ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის დირექტორად; მისი ხელმძღვანელობით აშენდა სენაკის მექანიკური ქარხანა, რომელიც საკავშირო მნიშვნელობის საწარმო იყო; 1989 წელს სენაკის ჩაის კომბინატის დირექტორად დაინიშნა; ეს საწარმო შემდეგ გახდა სააქციო საზოგადოება "არომატი"; წლების განმავლობაში რაიონის სპორტკომიტეტს მორალურად და მატერიალურადაც ეხმარებოდა. ხანძრის შემდეგ სენაკის სპორტის მუზეუმი და საჭადრაკო კლუბი ახალ შენობაში რომ გადავიდა, მათს კეთილმოწყობაში ბატონმა გურამმა, როგორც რაიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, უდიდესი წვლილი შეიტანა; 2001 წლის 28 მარტს 67 წლისა საჭადრაკო კლუბ "მხედრულში" ჭადრაკის დაფასთან უეცრად გარდაიცვალა. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. - 69-70გვ. Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

