The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ კოღუა

თამაზ კოღუა
Date of birth:1949
Date of death:2009  (at 60 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია.

დაამთავრა როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1973 წელს.

ორი წელი რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქალაქ ლაბინსკის სარაიონოთაშორისო პროკურატურის სტაჟიორი იყო, შემდგომ გამომძიებელი და პროკურორის მოადგილე; 1979-1980წწ. მარნეულის პროკურორი; 1981 წელს მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცკ ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების ინსტრუქტორად, შემდგომ განყოფილების გამგის მოადგილედ; სამი წელი საქართველოს რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე იყო სისხლის სამართლის საკითხებში; 1987 წელს საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს ბრძანებულებით იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება მიენიჭა; 1988-1991წწ. საქართველოს კომპარტიის ცხაკაიას რაიკომის პირველ მდივანად იმუშავა; 1992-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის ორგანიზაციული უზრუნველყოფის და კონტროლის სამმართველოს უფროსად; 1995 წელს სამეგრელოს სამხარეო პროკურორად; ორი წლის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ დანიშნეს სისხლის სამართლის საკითხებში; 2001-2004წწ. იყო რუსთავის საქალაქო პროკურორი; ერთი წელი "ქართუ ჯგუფის" კონტროლის დეპარტამენტის ეკონომიკური უსაფრთხოების და აუდიტის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.  მშობლიურ ქალაქში პარტიულ სამუშაოზე ყოფნისას უამრავ კეთილ საქმეს ჩაუყარა საფუძველი. მიღებული აქვს არაერთი სამთავრობო ჯილდო. 

წყარო:  სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. - 71-72გვ.

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1981 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • სენაკის საპატიო მოქალაქე

Share: