The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ჯაყელი

აკაკი ჯაყელი
Date of birth:1892  (134 years)
Date of death:19??
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შრომა, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საშუალო სასწავლებელი ფარმაცევტის სპეციალობით.

1912 წლიდან მუშაობდა სოხუმის ქალაქის აფთიაქში მოწაფედ, ხოლო 1915-1917 წლებში სამხედრო დანაყოფის აფთიაქის გამგედ, 1917-1922 წლებში ოზურგეთის აფთიაქის გამგედ, 1922-1923 წლებში ბათუმის აფთიაქის რეცეპტორ-კონტროლიორად. თბილისის ფარმაცევტული კურსების დამთავრების შემდეგ, 1924 წელს მიიღო პროვიზორის თანაშემწის წოდება. 1941 წლამდე მუშაობდა ბათუმში. 1941 წლის 29 ივნისს გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. პარტიზანულ რაზმს შეუერთდა 1944 წლის 20 ივნისს. მსახურობდა ფარმაცევტად პარტიზანთა რაზმის მატეოტის ბატალიონის ჰოსპიტალში. "დისციპლინიანი და სამაგალითო ამხანაგი უსიტყვოდ ასრულებდა ყოკელგვარ ბრძანება-დავალებას. მონაწილეობდა მთელ რიგ დივერსიულ ოპერაციებში. ამით ვამოწმებთ, რომ ზემოხსენებული ამხანაგი ყოველთვის კარგად ასრულებდა თავის საქმეს, ისე, რომ დაიმსახურა დივიზიის ქება და სიყვარული. მოწმობა ეძლევა ცნობად ყველა საერთაშორისო უფროსებისათვის"- კომენდანტი ფურორე და კომისარი ბიულო. იუგოსლავიელი ხალხის განთავისუფლების ანტიფაშისტური ვეჩეს წარმომადგენლობის მიერ აკაკი ჯაყელს გადაეცა მედალი "მამაცობისათვის". 

წყარო: ქართველი პარტიზანები ფაშისტებისაგან იტალიის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში / ნ. ჭეიშვილი.- ბათუმი, 1958.-გვ.65-67


Share: