| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ქარქაშაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1970 წელს. 1971 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტმაში, განვლო ყველა საფეხური – რიგითი გამომძიებლიდან უწყების ხელმძღვანელამდე: იყო თბილისის დიდუბის რაიონის მს განყოფილების გამომძიებელი, სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დეპატრტამენტის თავმჯდომარე. 1997-2000წწ. შსს მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო მდივანი, საქართველოს შსს აკადემიის რექტორი. 2004 წლის ოქტომბერში იგი თერჯოლის რაიონის გამგებლად დაინიშნა, ხელოვნების მეცნიერებათა კანდიდატი ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მინიჭებული ჰქონდა პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება. დაჯილდოებული იყო 2 ორდენითა და 12 მედლით. 1990 წელს მაიამიში (აშშ) ფლორიდის შტატის საპატიო შერიფის დიპლომი გადასცეს. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -96-97გვ.; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

