| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ქარქაშაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1970 წელს. 1971 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტმაში, განვლო ყველა საფეხური – რიგითი გამომძიებლიდან უწყების ხელმძღვანელამდე: იყო თბილისის დიდუბის რაიონის მს განყოფილების გამომძიებელი, სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დეპატრტამენტის თავმჯდომარე. 1997-2000წწ. შსს მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო მდივანი, საქართველოს შსს აკადემიის რექტორი. 2004 წლის ოქტომბერში იგი თერჯოლის რაიონის გამგებლად დაინიშნა, ხელოვნების მეცნიერებათა კანდიდატი ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მინიჭებული ჰქონდა პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება. დაჯილდოებული იყო 2 ორდენითა და 12 მედლით. 1990 წელს მაიამიში (აშშ) ფლორიდის შტატის საპატიო შერიფის დიპლომი გადასცეს. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -96-97გვ.; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

