| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი შვანგირაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2008 წელს; სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა 2010 წელს; ჩაბარებული აქვს ადვოკატთა გამოცდა როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო სამართალში, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და სასწავლო კურსი. 2009-2016წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტი/სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე/სასამართლოს მენეჯერი/საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი; 2017-2019წწ. - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2019-2021წწ. - საადვოკატო ბიურო ვეტოს ადვოკატი; 2022-2023წწ. - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი. 2024 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; თბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

