The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან კირიაკიდი

ქეთევან კირიაკიდი
Date of birth:26 November, 1993  (32 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2015 წელს; 2016-2017წწ. გაიარა სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსი; დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა 2017 წელს; 2018 წელს ჩააბარა გამოცდა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სპეციალიზაციით; 2022 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სპეციალიზაციით; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2015 წელს - ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სტაჟიორი; 2015-2020წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალიტი/სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; 2020-2021წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი/სასამართლოს მენეჯერის ფუნქციების შემსრულებელი; 2021 წელს - სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში; 2021-2023წწ. - სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს საჩივრების განხილვის განყოფილების უფროსი; 2024 წლის დეკემბრიდან - მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თიანეთის მუნიციპალიტეტში.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; მცხეთის რაიონული სასამართლო: court.ge


Share: