| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სალომე კვერღელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2014 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის მაგისტრატურა სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით 2016 წელს; 2017 წელს გაიარა ტრენინგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაცია - Promoting Rule of Law in Georgia (PROLoG). 2018 წელს გაიარა მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლა - მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები, გამოხატვის თავისუფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა და სამართლიანი სასამართლოს უფლება; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2014-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი /მოსამართლის თანაშემწე; 2016-2018წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2018-2020წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2020-2022წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს მწერალი თანაშემწე; 2022-2023წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი, მოსამართლის თანაშემწე. 2024 წლის დეკემბრიდან - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; გურჯაანის რაიონული სასამართლო: court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

