The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ გელოვანი

ჯემალ გელოვანი
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1993  (32 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2016 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2016 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2018 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა; 2019 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2021 წელს ჩააბარა ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2023 წელს ჩააბარა ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2018-2023წწ. გავლილი აქვს საქართველის ადვოკატთა ასოციაციის შემდეგი ტრენინგები - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; ბავშვის უფლებები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში; პროფესიული ეთიკა; შრომითი სამართალი; პრობლემური საკითხები სამშენებლო სამართალში; კანონი მეწარმეთა შესახებ; 2018-2019წწ. გაიარა იურიდიული დახმარების სამსახურის შემდეგი ტრენინგები - ლტოლვილთა სამართლის სამართლებრივი და პრაქტიკური ასპექტები; სააღსრულებო წარმოების აქტუალური საკითხები; შრომის სამართლის აქტუალური საკითხები; სანივთო სამართლის აქტუალური საკითხები; სამოქალაქო საქმისწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში; ავტოსატრანსპორტო დანაშაული; ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა; სამემკვიდრეო სამართლის აქტუალური საკითხები; საოჯახო სამართლის აქტუალური საკითხები. 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2018-2023წწ. - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში ადვოკატი; 2023 წელს - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროში ადვოკატი. 2024 წლის დეკემბრიდან - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; ქუთაისის საქალაქო სასამართლო: kcc.court.ge


გააზიარე: