| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ გელოვანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2016 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2016 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2018 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა; 2019 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2021 წელს ჩააბარა ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2023 წელს ჩააბარა ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2018-2023წწ. გავლილი აქვს საქართველის ადვოკატთა ასოციაციის შემდეგი ტრენინგები - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; ბავშვის უფლებები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში; პროფესიული ეთიკა; შრომითი სამართალი; პრობლემური საკითხები სამშენებლო სამართალში; კანონი მეწარმეთა შესახებ; 2018-2019წწ. გაიარა იურიდიული დახმარების სამსახურის შემდეგი ტრენინგები - ლტოლვილთა სამართლის სამართლებრივი და პრაქტიკური ასპექტები; სააღსრულებო წარმოების აქტუალური საკითხები; შრომის სამართლის აქტუალური საკითხები; სანივთო სამართლის აქტუალური საკითხები; სამოქალაქო საქმისწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში; ავტოსატრანსპორტო დანაშაული; ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა; სამემკვიდრეო სამართლის აქტუალური საკითხები; საოჯახო სამართლის აქტუალური საკითხები. 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2018-2023წწ. - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში ადვოკატი; 2023 წელს - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროში ადვოკატი. 2024 წლის დეკემბრიდან - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; ქუთაისის საქალაქო სასამართლო: kcc.court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

