| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი სიმონიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ცეკვის ხელოვნებას ეზიარა პლეხანოვის სახელობის კლუბში მ. ბახტაძის ხელმძღვანელობით. 1941 წელს იგი მოცეკვავე-მსახიობად მიიღეს ქართლ-კახური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მ. თარხნიშვილის ხელმძღვანელობით. 1943 წელს სამუშაოდ გადავიდა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ქორეოგრაფ ჯანო ბაგრატიონის ხელმძღვანელობით. 1948 წლიდან სიმონიშვილი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოცეკვავეა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 1953 წელს ბუქარესტში ჩატარებულ მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალში, სადაც ლაურეატის წოდება მიანიჭეს. 1958-1961 წლებში სიმონიშვილი მუშაობდა სოლისტ-მოცეკვავედ საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ანსამბლში, ხოლო 1961 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მოცეკვავე-მსახიობია. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.250 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

