The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლამარა უთმელიძე

ლამარა უთმელიძე
დაბადების თარიღი:3 ივნისი, 1930  (96 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ქართული ხალხური ცეკვები შეისწავლა ბ. ძნელაძის სახელობის თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში გამოჩენილი ქორეოგრაფის ა. ჩიხლაძის ხელმძღვანელობით. 1952-1954 წლებში იგი სტუდენტთა საქალაქო ანსამბლის შემადგენლობაში იყო, ხოლო 1954-1959 წლებში საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტტუტის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის "გორდას" სოლისტია. სხვადასხვა დროს გამოდიოდა საქართველოს სამტრედიასთან და საქართველოს პროფსაბჭოსთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის შემადგენლობაში. 1960-1962 წლებში იყო აჭარის ასსრ მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე. 1962-1975 წლებში ცეკვავდა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, ხოლო 1975-1979 წლებში  საქართველოს პროფსაბჭოს რესპუბლიკურ სახლთან არსებული ცეკვის სახალხო ანსამბლ "თბილისში". გამოირჩეოდა ცეკვებში: "ქართული", "ფარიკაობა" და "აჭარული". აქვს საკუთარი დადგმები "ყაზბეგური" და "ქალთა ცეკვა" (ანსამბლი "გორდა" 1964 წელი). იგი საქართველოს მშრომელთა მხატვრული თვითმოქმედების ოლიმპიადების, რესპუბლიკური (1957), და საკავშირო (1967, 1970) ფესტივალების ლაურეატია, დაჯილდოებულია სხვადასხვა სიგელებით. იგი ნაყოფიერად მუშაობდა საქართველოს მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგ-მეთოდისტად.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.- გვ.258-259

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1981 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: