| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლამარა უთმელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ქართული ხალხური ცეკვები შეისწავლა ბ. ძნელაძის სახელობის თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში გამოჩენილი ქორეოგრაფის ა. ჩიხლაძის ხელმძღვანელობით. 1952-1954 წლებში იგი სტუდენტთა საქალაქო ანსამბლის შემადგენლობაში იყო, ხოლო 1954-1959 წლებში საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტტუტის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის "გორდას" სოლისტია. სხვადასხვა დროს გამოდიოდა საქართველოს სამტრედიასთან და საქართველოს პროფსაბჭოსთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის შემადგენლობაში. 1960-1962 წლებში იყო აჭარის ასსრ მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე. 1962-1975 წლებში ცეკვავდა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, ხოლო 1975-1979 წლებში საქართველოს პროფსაბჭოს რესპუბლიკურ სახლთან არსებული ცეკვის სახალხო ანსამბლ "თბილისში". გამოირჩეოდა ცეკვებში: "ქართული", "ფარიკაობა" და "აჭარული". აქვს საკუთარი დადგმები "ყაზბეგური" და "ქალთა ცეკვა" (ანსამბლი "გორდა" 1964 წელი). იგი საქართველოს მშრომელთა მხატვრული თვითმოქმედების ოლიმპიადების, რესპუბლიკური (1957), და საკავშირო (1967, 1970) ფესტივალების ლაურეატია, დაჯილდოებულია სხვადასხვა სიგელებით. იგი ნაყოფიერად მუშაობდა საქართველოს მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგ-მეთოდისტად. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.- გვ.258-259 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

