| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამია ფირცხალაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნიგოეთი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სტუდია 1941 წელს. დიდი სამამულო ომის პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა მხატვრული ბრიგადების შემადგენლობაში, გამოდიოდა სსრკ არმიის ნაწილებსა და ჰოსპიტლებში. 1945-1953 წლებში იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლისტი-მოცეკვავე. 1949 წელს რუმინეთში ანსამბლის ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ, წამყვანი სოლისტები, მათ შორის მამია ფირცხალაიშვილი დაჯილდოვდა რუმინეთის სახალხო რესპუბლიკის "ვარსკვლავის" ორდენით. 1953-1957 წლებში იგი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სოლისტი-მოცეკვავეა. 1955 წელს მონაწილეობა მიიღო ვარშავაში სტუდენტტთა და ახალგაზრდობის V მსოფლიო ფესტივალზე, სადაც ეროვნული ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსში გამარჯვებისათვის ოქროს მედალი და ფესტივალის ლაურეატის მაღალი წოდება დაიმსახურა. 1957-1965 წლებში მ. ფირცხალაიშვილი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბალეტის მსახიობია. 1958 წელს თეატრთან ერთად მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაში. დაჯილდოებულია საპატიო სიგელებითა და დიპლომებით. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.- გვ.261-262 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

