| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ გაბიძაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი არქეოლოგიის სპეციალობით 1982 წელს. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში, მონაწილეობდა რაჭის, აფხაზეთის, სვანეთის ექსპედიციებში. ხელმძღვანელობდა ლეჩხუმის არქეოლოგიურ ექსპედიციას. 1998-2001წწ. მუშაობდა კულტურის სამინისტროში, მინისტრის მრჩევლად. იყო კულტურის პოპულარიზაციის ფონდის პრეზიდენტი. 2002-2004წწ. სახელმწიფო ფილარმონიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. იბრძოდა აფხაზეთის ომში, საქართველოს მხედრიონის რიგებში "დეკა"-ს შემადგენლობაში. 1993 წელს სოფელ ცაგერის დაცვისა და სოფელ ტამიშში დესანტის განადგურების ოპერაციებში, ასევე 1993 წელს-სოხუმის დაცვაში, რომლის დროსაც, სოფელ თავისუფლებაში მძიმედ დაიჭრა. ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტმა და როგორც მომავალმა არქეოლოგმა, ხომლის შესახებ მასალების გაცნობა და შეგროვება დაიწყო. საქართველოში ცნობილი მოვლენების გამო გურამ გაბიძაშვილმა ვერც 90-იანებში უკვე მომზადებული დისერტაციის დაცვა და ვერც 2007 წლამდე ესპედიციის მოწყობა ვერ მოახერხა. 2007 წელს კი მისი ძალისხმევით ივლისში არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობას შეუდგა. ამ ექსპედიციის ფარგლებში გაითხარა გონის სამაროვანი. არის პირველი ქართველი მეცნიერი, რომელმაც 1990-იანებიდან დაიწყო ხომლის, როგორც ფენომენის, და არა როგორც განძსადებლის, შესწავლა. 2008 წლიდან ხელმძღვანელობდა ხომლის მთის კომპლექსურ არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც განხორციელდა რუსთაველის საზოგადოების საგრანტო დაფინანსებით. დაიწყო ხომლისა და მიმდებარე ტერიტორიის შესწავლა. ექსპედიციამ შეისწავლა ხვამლზე არსებული 22 მღვიმე, რომელთაგან 17-ში ადამიანის კვალი არ დაფიქსირდა. მისი ექსპედიცის მნიშვნელოვან მიგნებად შეიძლება ჩაითვალოს ხომლის მთის ანტიკურ მითოსთან დაკავშირება.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

