The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ გაბიძაშვილი

გურამ გაბიძაშვილი
Date of birth:30 June, 1960
Date of death:29 July, 2010  (at 50 years)
Category:Archaeologist, Historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი არქეოლოგიის სპეციალობით 1982 წელს.

მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში, მონაწილეობდა რაჭის, აფხაზეთის, სვანეთის ექსპედიციებში. ხელმძღვანელობდა ლეჩხუმის არქეოლოგიურ ექსპედიციას. 1998-2001წწ. მუშაობდა კულტურის სამინისტროში, მინისტრის მრჩევლად. იყო კულტურის პოპულარიზაციის ფონდის პრეზიდენტი. 2002-2004წწ. სახელმწიფო ფილარმონიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. იბრძოდა აფხაზეთის ომში, საქართველოს მხედრიონის რიგებში "დეკა"-ს შემადგენლობაში. 1993 წელს სოფელ ცაგერის დაცვისა და სოფელ ტამიშში დესანტის განადგურების ოპერაციებში, ასევე 1993 წელს-სოხუმის დაცვაში, რომლის დროსაც, სოფელ თავისუფლებაში მძიმედ დაიჭრა. ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტმა და როგორც მომავალმა არქეოლოგმა, ხომლის შესახებ მასალების გაცნობა და შეგროვება დაიწყო. საქართველოში ცნობილი მოვლენების გამო გურამ გაბიძაშვილმა ვერც 90-იანებში უკვე მომზადებული დისერტაციის დაცვა და ვერც 2007 წლამდე ესპედიციის მოწყობა ვერ მოახერხა. 2007 წელს კი მისი ძალისხმევით ივლისში არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობას შეუდგა. ამ ექსპედიციის ფარგლებში გაითხარა გონის სამაროვანი.  არის პირველი ქართველი მეცნიერი, რომელმაც 1990-იანებიდან დაიწყო ხომლის, როგორც ფენომენის, და არა როგორც განძსადებლის, შესწავლა. 2008 წლიდან ხელმძღვანელობდა ხომლის მთის კომპლექსურ არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც განხორციელდა რუსთაველის საზოგადოების საგრანტო დაფინანსებით. დაიწყო ხომლისა და მიმდებარე ტერიტორიის შესწავლა. ექსპედიციამ შეისწავლა ხვამლზე არსებული 22 მღვიმე, რომელთაგან 17-ში ადამიანის კვალი არ დაფიქსირდა. მისი ექსპედიცის მნიშვნელოვან მიგნებად შეიძლება ჩაითვალოს ხომლის მთის ანტიკურ მითოსთან დაკავშირება.


Share: