| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე შადური![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ყაზბეგი. ცეკვავდა ჩრდილოეთ ოსეთის ხალხური ცეკვის ანსამბლში , რომელსაც იმ დროს ცნობილი შემსრულებელი გ. გავაშელი ხელმძღვანელობდა. ჩრდილოეთ ოსეთის გარდა ანსამბლი ხშირ კონცერტებს მართავდა რუსეთის კულტურული და სამრეწველო ცენტრების სცენებზე. 1939 წელს ა. შადური ორჯონიკიძიდან თბილისში გადავიდა და მუშაობა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში დაიწყო. 1941 წელს ომის დაწყებისთანავე იგი ომში გაიწვიეს. 1943 წელს ფრონტზე მძიმე ჭრილობების გამო არმიიდან დემობილიზებული თბილისში დაბრუნდა. 1945 წელს ნ. რამიშვილისა და ი. სუხიშვილის ახლადჩამოყალიბებულ ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ჩაირიცხა. მოცეკვავე ღირსეულ პარტნიორობას უწევდა ნ. რამიშვილის. 1948 წლიდან შადური საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში გადავიდა სამუშაოდ. 1952 წლიდან 1954 წლამდე ქორეოგრაფად მუშაობდა ყაზბეგში, დუშეთში, თელავსა და რესპუბლიკის სხვა რაიონებში. 1954 წლიდან კვლავ დაუბრუნდა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლს, შემდეგ კი გარდავცალებამდე მუშაობდა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლში მოცეკვავედ. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.274-275
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

