| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ფცა, ქარელის რაიონი. დაამთავრა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი. ქართული კულტურის დიდი მოამაგე ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილი მონაწილეობდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, სახალხო სახლში, დრამატულ საზოგადოებებში, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში. ხელს უწყობდა ქართული თეატრის განვითარებას. იგი სრულიად უსასყიდლოდ აკეთებდა კეთილ საქმეებს, ეწეოდა ქველმოქმედებას. მეუღლის, ივანე მაჩაბლის გაუჩინარების შემდეგ, გამოსაცემად მოამზადა ივანე მაჩაბელის ნაშრომები და შექსპირის ქათული თარგმანები. 1916-1919 წლებში ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თბილისის განყოფილების თავმჯდომარე. გარდაიცვალა 1917 წელს აბასთუმანში. იმ დროინდელი პრესა წერდა: "ან. მაჩაბლის გარდაცვალების გამო ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირის საბჭომ თავის სხდომაზე 4 აგვისტოს 1917 წ. განიხილა აწ განსვენებულ ანასტასია ალექსანდრეს ასულის მაჩაბლის დიდი ღვაწლი ქართულ თეატრისადმი და მისი დაუღალავი ზრუნვა ქართველ მსახიობის ნივთიერ და სულიერ გაუმჯობესებისათვის და დაადგინა: პირველ პენსიას, რომელსაც მსახიობთა კავშირი დაუნიშნავს რომელიმე მსახიობს, დაერქვას ანასტასია ალექსანდრეს ასულის მაჩაბლის სახელობის პენსია, ხოლო გვირგვინის ნაცვლად 25 მანეთი გადაეცეს ქართულ გიმნაზიასთან არსებულ უფასო სასადილოს გამგეობას". თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლის, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილის და, ივანე მაჩაბელის მეუღლე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.104 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

