| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შურა ჩახავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1927 წელს ალ. ჩაჩავამ მუშაობა დაიწყო დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ეთნოგრაფიულ ანსამბლში ლოტბარ კ. პაჭკორიას ხელმძღვანელობით. ცოტა ხანში გადავიდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში სოლისტ მოცეკვავედ, შემდეგ ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტად. იგი წარმატებით გამოდიოდა ქართულ ბალეტებსა და ოპერებში ("მალთაყვა", "ქეთო და კოტე" და სხვა). სამამულო ომის პერიოდში მუშაობდა ა/კ სამხედრო ოლქის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, რომელიც წარმატებით გამოდიოდა ყირიმისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტებზე. ომის დამთავრების შემდეგ სოლისტად მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ჯარში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვლ. კანდელაკი და კომპოზიტორი დავით თორაძე. საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში მუშაობა მისი ჩამოყალიბების პირველსავე დღიდან დაიწყო და მრავალი წლის მანძილზე შეჰქონდა თავისი წვლილი ანსამბლის წარმატებაში. მისი ამპლუა მთიულური ცეკვები იყო. ამ ცეკვებით გამოდიოდა ამიერკავკასიისა და საქართველოს ცეკვის კონკურსებზე და წარმატებებსაც აღწევდა. იგი დაჯილდოებულია მედლებითა და რუმინეთის "ოქროს ვარსკვლავის ორდენით". სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში ალ. ჩახავა საქართველოს მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ საზოგადოებაში მუშაობდა. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.276-277 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

