The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ჩიჩუა

გივი ჩიჩუა
Date of birth:14 March, 1930
Date of death:August, 2013  (at 83 years)
Category:Dancer, Educator, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას პირველად ეზიარა საშუალო სკოლის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივში ქორეოგრაფ ენ. ხაბაძის ხელმძღვანელობით. 1945 წელს ის მოცეკვავე-მსახიობად მიიღეს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში. 1946 წელს წარმატებით გაიარა საკონკურსო დათვალიერება და საქართველოს ხალხური ცეკვის ახლად დაარსებული ანსამბლის კოლექტივში ჩაირიცხა. რამდენიმე წლის შემდეგ გ. ჩიჩუა კვლავ აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს დაუბრუნდა და დიდი ხნის მანძილზე აგრძელებდა მუშაობას. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმის საშუალო სკოლებში და ზრდიდა ახალგაზრდა მოცეკვავეებს. დაჯილდოებულია ბევრი სიგელით.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.281; გივი ჩიჩუა ცეკვის ჯადოქარი / თენგიზ ცეცხლაშვილი.-თბ.,2015.-გვ.20-23

Awards and Honors

  • 2012 - ბათუმის საპატიო მოქალაქე
  • 1963 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

Share: