The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ჩოჩიშვილი

მიხეილ ჩოჩიშვილი
დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:22 აპრილი, 1970  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სრულიად ახალგაზრდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მოცეკვავე გახდა. 1935 წელს მისი მონაწილეობა ხალხური ცეკვების შემსრულებელთა ლონდონის საერთაშორისო ფესტივალში წარმატებით დაგვირგვინდა. 1937 წელს ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში მიიღო მონაწილეობა. დეკადის დასკვნით კონცერტზე კრემლში ცეკვა "ქართულის" შესრულებისათვის დაჯილდოვდა სახელობითი საათით. 1939-1941 წლებში ჩოჩიშვილი მუშაობდა ნალჩიკში ყაბარდო-ბალყარეთის ა/რ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მხატვრულ ხელმძღვანელად. 1941 წლიდან იგი კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს დაუბრუნდა და ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა 1947 წლამდე. 1947 წლიდან 1970 წლამდე მუშაობდა სსრ განათლების სამინისტროში ჯერ მთავარ ბუღალტრად, შემდეგ კი უფროს რევიზორად.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.-282


გააზიარე: