| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ჩოჩიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სრულიად ახალგაზრდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მოცეკვავე გახდა. 1935 წელს მისი მონაწილეობა ხალხური ცეკვების შემსრულებელთა ლონდონის საერთაშორისო ფესტივალში წარმატებით დაგვირგვინდა. 1937 წელს ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში მიიღო მონაწილეობა. დეკადის დასკვნით კონცერტზე კრემლში ცეკვა "ქართულის" შესრულებისათვის დაჯილდოვდა სახელობითი საათით. 1939-1941 წლებში ჩოჩიშვილი მუშაობდა ნალჩიკში ყაბარდო-ბალყარეთის ა/რ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მხატვრულ ხელმძღვანელად. 1941 წლიდან იგი კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს დაუბრუნდა და ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა 1947 წლამდე. 1947 წლიდან 1970 წლამდე მუშაობდა სსრ განათლების სამინისტროში ჯერ მთავარ ბუღალტრად, შემდეგ კი უფროს რევიზორად. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.-282
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

