| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იაკობ ხალვაში![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გონიო, ხელვაჩაურის რაიონი. სწავლობდა ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზაღზრდის ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად ინსტიტუტის სტუდენტურ ანსამბლში ალ. ჯიჯეიშვილის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ქართულ ხალხურ ცეკვებს. 1953 წელს მიიღეს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მოცეკვავე-მსახიობად. 1957 წლამდე ირიცხებოდა ანსამბლის წევრად და ასრულებდა წამყვან პარტიებს. იმავე 1957 წელს აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე გამოსვლის შემდეგ მიიწვიეს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლის მოცეკვავე-მსახიობად. მონაწილეა 1958 წელს მოსკოვში საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე გამართული ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ბრწყინვალე გამოსვლისა. სხვადასხვა დროს წარმატებით გამოდიოდა მშრომელთა მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკურ თუ საკავშირო დათვალიერებებზე. დაჯილდოებულია აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საპატიო სიგელით (1960, 1961), ქართული ხალხური ცეკვის ინდივიდუალურ შემსრულებელთა რესპუბლიკურ კონკურსში "განდაგანას" შესრულებისთვის მიღებული აქვს ლაურეატის წოდება (1964). წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ. 286-287 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

