| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ლობჟანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსე თოიძის სახელობის N11 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი 1983 წელს. 1983-1985 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. დაჯილდოებული იყო სამკერდე ნიშნით. სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქარხანა "ზარიაში" ხარატის სპეციალობით, 1986 წელს თბილისის სატელევიზიო ქარხანა "ეკრანში". აქ გამოვლინდა მისი მიდრეკილება სპორტისადმი, განსაკუთრებით კი ჭიდაობა ძიუდოში. შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში. 1986 წელს დაინიშნა სახელმწიფო და სასწავლო დაწესებულებების დაცვის მეთაურად. 1987 წელს ჩაირიცხა სსრკ შსს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტის მსმენელად. 1990 წელს მილიციის უმაღლესი სკოლის პირადი შემადგენლობა მიავლინეს ქ. ცხინვალში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მათ შორის იყო მე-4 კურსის სტუდენტი ვლადიმერ ლობჟანიძე. 1991 წლის 12 იანვარს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაიჭრა თავის არეში. ხუთი დღის შემდეგ კი გორის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ 1997 წლის 1 დეკემბერს შსს აკადემიის ხელმძღვანელთა შუამდგომლობით მიენიჭა პოლიციის ლეიტენანტის წოდება. ვლადიმერ ლობჟანიძის სახელი ამოტვიფრულია შსს აკადემიის ტერიტორიაზე აღმართულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.257-258
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

