| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჯიბლაძე![]()
Biographyდაბადებისა ადგილი: ქ. თბილისი. ქართული ხალხური ცეკვების ხელოვნებას დაეუფლა თბილისის საწარმოო კოოპერაციის სახლთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლში მ. შუბაშიკელის ხელმძღვანელობით. 1953-1973 წლებში მოცეკვავე-მსახიობად მუშაობდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში, სადაც ნამდვილ პროფესიულ სრულყოფას მიაღწია. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისუფალი საშემსრულებლო მანერით. დაჯილდოებულია საქართველოს მთავრობის სიგელებითა და მედლებით. გ. ჯიბლაძე საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების ქორეოგრაფიული განყოფილების გამგე იყო. მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდიები საქართველოს ბევრ რაიონში, ჩატარდა ბევრი ინდივიდუალურ შემსრულებელთა ზონალური თუ რესპუბლიკური კონკურსები. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ. 295 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

