| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვენერა ჯიკრბა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. პატარა ასაკიდან ცნობილი ბალერინას ე. გორელოვას კლასში ეუფლებოდა ბალეტის ხელოვნებას. იგი წარმატებით გამოდიოდა ბავშვთა მხატვრული თვითმოქმედების საოლქო და რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე და პირველი ხარისხის ჯილდოებსად იმსახურებდა. 1947-1957 წლებში ვ. ჯიკრბა გუდაუთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი და საესტრადო ბრიგადის წამყვანი მოცეკვავე იყო (ხელმძღვანელი ა. ჩიჩბა). პარალელურად უნარიანად ხელმძღვანელობდა კულტურის სახლთან არსებულ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს, მომღერალთა გუნდსა და დრამატულ კოლექტივს. 1945 წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს კულტურის სამინისტროს ქორეოგრაფიული კურსები თბილისში. 1957 წელს ვ. ჯიკრბა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში წამყვან სოლისტად მიიწვიეს. 1958 წელს თბილისში გამართულ აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე იგი ცეკვავდა როგორც მასობრივ, ასევე სოლო პარტიებში. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო მისი შესრულებით "აფხაზურ საქორწილო", "განდაგანა". დაჯილდოებულია სსრკ კინემატოგრაფიის სამკერდე ნიშნითა და სხვა წამახალისებელი საჩუქრებით. წლების მანძილზე იგი სოხუმის კინოთეატრ "აპსნის" დირექტორად მუშაობდა. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.296-297 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

