The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვენერა ჯიკრბა

ვენერა ჯიკრბა
Other name:ვენერა ჯიკირბა
Date of birth:4 December, 1923  (102 years)
Date of death:20??
Category:Singer, Dancer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

პატარა ასაკიდან ცნობილი ბალერინას ე. გორელოვას კლასში ეუფლებოდა ბალეტის ხელოვნებას. იგი წარმატებით გამოდიოდა ბავშვთა მხატვრული თვითმოქმედების საოლქო და რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე და პირველი ხარისხის ჯილდოებსად იმსახურებდა. 1947-1957 წლებში ვ. ჯიკრბა გუდაუთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი და საესტრადო ბრიგადის წამყვანი მოცეკვავე იყო (ხელმძღვანელი ა. ჩიჩბა). პარალელურად უნარიანად ხელმძღვანელობდა კულტურის სახლთან არსებულ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს, მომღერალთა გუნდსა და დრამატულ კოლექტივს. 1945 წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს კულტურის სამინისტროს ქორეოგრაფიული კურსები თბილისში. 1957 წელს ვ. ჯიკრბა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში წამყვან სოლისტად მიიწვიეს. 1958 წელს თბილისში გამართულ აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე იგი ცეკვავდა როგორც მასობრივ, ასევე სოლო პარტიებში. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო მისი შესრულებით "აფხაზურ საქორწილო", "განდაგანა". დაჯილდოებულია სსრკ კინემატოგრაფიის სამკერდე ნიშნითა და სხვა წამახალისებელი საჩუქრებით. წლების მანძილზე იგი სოხუმის კინოთეატრ "აპსნის" დირექტორად მუშაობდა.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.296-297

Awards and Honors

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: