| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა მირზაშვილი-აზმაიფარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მეტეხი (მაშინდელი გორის მაზრა), კასპის რაიონი. დაამთავრა სოფლის სასწავლებელი. 1890 წელს ჩამოვიდა თბილისში, სადაც დეპოს მუშაზე (ზეინკალის თანაშემწე) სოლომონ აზმაიფარაშვილზე გათხოვდა. სოლომონ აზმაიფარაშვილი და მისი მეგობრები გამოსცემდნენ ხელნაწერ პატარა ჟურნალს "მუშა". ამ პერიოდიდან დაწყებული 1896 წლამდე მუშათა მასები "ხალხოსნური" ("ნაროდნიკული") იყო. 1896 წელს შეიქმნა მუშათა ახალი ორგანიზაცია, რომლის მუშაობაში ანა მირზაშვილი-აზმაიფარაშვილი აქტიურად მონაწილეობდა. 1898 წლის 17 დეკემბერს მოხდა რკინიგზის მუშათა პირველი გაფიცვა. 1900 წელს პარტიულმა ორგანიზაციამ დაავალა მას ჩაეტარებინა საუბრები ქალთა შორის რევოლუციური მოძრაობის შესახებ. სახლში მოწყობილი ჰქონდა არალეგალური სტამბა, სადაც იბეჭდებოდა აკრძალული რევოლუციური ლიტერატურა, პროკლამაციები და სააგიტაციო ბროშურები, ასევე ანა მირზაშვილ-აზმაიფარაშვილს ებარა ორგანიზაციის კუთვნილი თანხა. 1905 წლიდან იგი ავადმყოფობის გამო სოფელ მეტეხში გადავიდა საცხოვრებლად. ანა მირზაშვილ-აზმაიფარაშვილის ძმა, 1898 წლიდან გაზეთ "ცნობის ფურცელის" ჟურნალისტი, რევოლუციონერი ალექსანდრე (ალექსი) მირზაშვილი (ფსევდონიმით "მეტეხელი გლეხი", გარდაიცვალა შლისერბურგის ციხეში) იყო. წყარო: უცნობი რევოლუციონერი ქალები: datojishkariani.wordpress.com; პირველი არალეგალური სტამბა ნაძალადევში ამოქმედდა / ნიკო ჯავახიშვილი //ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი.-თბილისი, 2016.-N 5 (65).-გვ.26–32 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

