| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანა მირზაშვილი-აზმაიფარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მეტეხი (მაშინდელი გორის მაზრა), კასპის რაიონი. დაამთავრა სოფლის სასწავლებელი. 1890 წელს ჩამოვიდა თბილისში, სადაც დეპოს მუშაზე (ზეინკალის თანაშემწე) სოლომონ აზმაიფარაშვილზე გათხოვდა. სოლომონ აზმაიფარაშვილი და მისი მეგობრები გამოსცემდნენ ხელნაწერ პატარა ჟურნალს "მუშა". ამ პერიოდიდან დაწყებული 1896 წლამდე მუშათა მასები "ხალხოსნური" ("ნაროდნიკული") იყო. 1896 წელს შეიქმნა მუშათა ახალი ორგანიზაცია, რომლის მუშაობაში ანა მირზაშვილი-აზმაიფარაშვილი აქტიურად მონაწილეობდა. 1898 წლის 17 დეკემბერს მოხდა რკინიგზის მუშათა პირველი გაფიცვა. 1900 წელს პარტიულმა ორგანიზაციამ დაავალა მას ჩაეტარებინა საუბრები ქალთა შორის რევოლუციური მოძრაობის შესახებ. სახლში მოწყობილი ჰქონდა არალეგალური სტამბა, სადაც იბეჭდებოდა აკრძალული რევოლუციური ლიტერატურა, პროკლამაციები და სააგიტაციო ბროშურები, ასევე ანა მირზაშვილ-აზმაიფარაშვილს ებარა ორგანიზაციის კუთვნილი თანხა. 1905 წლიდან იგი ავადმყოფობის გამო სოფელ მეტეხში გადავიდა საცხოვრებლად. ანა მირზაშვილ-აზმაიფარაშვილის ძმა, 1898 წლიდან გაზეთ "ცნობის ფურცელის" ჟურნალისტი, რევოლუციონერი ალექსანდრე (ალექსი) მირზაშვილი (ფსევდონიმით "მეტეხელი გლეხი", გარდაიცვალა შლისერბურგის ციხეში) იყო. წყარო: უცნობი რევოლუციონერი ქალები: datojishkariani.wordpress.com; პირველი არალეგალური სტამბა ნაძალადევში ამოქმედდა / ნიკო ჯავახიშვილი //ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი.-თბილისი, 2016.-N 5 (65).-გვ.26–32 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

