| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ფეიქრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მეტალურგიული ფაკულტეტი სპეციალობით ლითონმცოდნეობა და ლითონთა თერმული დამუშავება 1975 წელს. 1975-2016წწ. მუშაობდა გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის ინსტიტუტში: 1976-1987წწ. აფეთქების ენერგიის მართვის ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერი-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1987-2005წწ. ბურღვა–აფეთქების პროცესების ლაბორატორია, წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; 2005-2012წწ. წიაღისეულის გამდიდრების და მაღალტექნოლოგიური მასალების განყოფილება, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2012-2016წწ. სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი, მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორია, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2000-2018წწ. უკრაინაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს განყოფილება, კოორდინატორი და ოფისის ხელმძღვანელი, 200-ზე მეტი პროექტის კურატორი და ხელმძრვანელი, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინა, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში; 2016 წლიდან ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათამცოდნეობის ინსტიტუტი, კომერციალიზაციისა და გრანტების ცენტრი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 1984-1996წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეტალურგიის ფაკულტეტზე. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: ფერდინანდ თავაძის მეტალურგიის და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის ვებგვერდი: mmi.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

