| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი ფეიქრიშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მეტალურგიული ფაკულტეტი სპეციალობით ლითონმცოდნეობა და ლითონთა თერმული დამუშავება 1975 წელს. 1975-2016წწ. მუშაობდა გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის ინსტიტუტში: 1976-1987წწ. აფეთქების ენერგიის მართვის ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერი-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1987-2005წწ. ბურღვა–აფეთქების პროცესების ლაბორატორია, წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; 2005-2012წწ. წიაღისეულის გამდიდრების და მაღალტექნოლოგიური მასალების განყოფილება, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2012-2016წწ. სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი, მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორია, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2000-2018წწ. უკრაინაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს განყოფილება, კოორდინატორი და ოფისის ხელმძღვანელი, 200-ზე მეტი პროექტის კურატორი და ხელმძრვანელი, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინა, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში; 2016 წლიდან ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათამცოდნეობის ინსტიტუტი, კომერციალიზაციისა და გრანტების ცენტრი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 1984-1996წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეტალურგიის ფაკულტეტზე. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: ფერდინანდ თავაძის მეტალურგიის და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის ვებგვერდი: mmi.ge Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

