The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა თურაზაშვილი

კობა თურაზაშვილი
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1937
გარდაცვ. თარიღი:1982  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, სპორტსმენი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1966 წელს. 

ჯერ კიდევ სკოლაში და შემდეგ სტუდენტობისას, მიაღწია პირველ წარმატებებს ჭადრაკში, კალათბურთში და ფეხბურთში. კარგად ერკვეოდა ისტორიაში, გეოგრაფიაში და ქართულ პოეზიაში. სასკოლო ასაკში უკვე მოიპოვა მეორე სპორტული თანრიგი, საზოგადოებრივი ინსტრუქტორისა და მესამე კატეგორიის მსაჯის წოდებები კალათბურთში. ინსტიტუტშიც ეწეოდა აქტიურ სპორტულ ცხოვრებას, რაზედაც მეტყველებს მის მიერ მიღებული მრავალი დიპლომი თუ სიგელი. სტუდენტობის დროს დაიმსახურა ასევე მედალი "ყამირი და ნასვენი მიწების ათვისებისათვის". სტუდენტობის პერიოდში იგი მიიწვიეს ქ. კოლდივის (ლატვია) ფეხბურთელთა გუნდში სათამაშოდ, შემდეგ კი რიგის გუნდში. პარალელურად მუშაობდა ქ. რიგის მანქანათმშენებელ ქარხანაში. შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქ გორს და 1960-1963წწ. წარმატებით თამაშობდა ფეხბურთელთა გუნდ "დილაში". აქტიური თამაშის დამთავრების შემდეგ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა და ამ სფეროშიც მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, საპატიო სიგელი (საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები გუნდის წევრების მომზადებისთვის 1970წ.), 7 სხვადასხვა ხარისხის დიპლომი, 10 სიგელი და უამრავი მადლობა თუ პრიზი. 1982 წელს წარდგენილ იქნა დამსახურებული მწვრთნელის საპატიო წოდების მიღებაზე.

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-72-75


გააზიარე: