| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კობა თურაზაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1966 წელს. ჯერ კიდევ სკოლაში და შემდეგ სტუდენტობისას, მიაღწია პირველ წარმატებებს ჭადრაკში, კალათბურთში და ფეხბურთში. კარგად ერკვეოდა ისტორიაში, გეოგრაფიაში და ქართულ პოეზიაში. სასკოლო ასაკში უკვე მოიპოვა მეორე სპორტული თანრიგი, საზოგადოებრივი ინსტრუქტორისა და მესამე კატეგორიის მსაჯის წოდებები კალათბურთში. ინსტიტუტშიც ეწეოდა აქტიურ სპორტულ ცხოვრებას, რაზედაც მეტყველებს მის მიერ მიღებული მრავალი დიპლომი თუ სიგელი. სტუდენტობის დროს დაიმსახურა ასევე მედალი "ყამირი და ნასვენი მიწების ათვისებისათვის". სტუდენტობის პერიოდში იგი მიიწვიეს ქ. კოლდივის (ლატვია) ფეხბურთელთა გუნდში სათამაშოდ, შემდეგ კი რიგის გუნდში. პარალელურად მუშაობდა ქ. რიგის მანქანათმშენებელ ქარხანაში. შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქ გორს და 1960-1963წწ. წარმატებით თამაშობდა ფეხბურთელთა გუნდ "დილაში". აქტიური თამაშის დამთავრების შემდეგ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა და ამ სფეროშიც მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, საპატიო სიგელი (საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები გუნდის წევრების მომზადებისთვის 1970წ.), 7 სხვადასხვა ხარისხის დიპლომი, 10 სიგელი და უამრავი მადლობა თუ პრიზი. 1982 წელს წარდგენილ იქნა დამსახურებული მწვრთნელის საპატიო წოდების მიღებაზე. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-72-75
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

