| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რობერტ კერესელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფია-ბიოლოგიის ფაკულტეტი. მეორე პროფესიად სპორტული მოღვაწეობა შეარჩია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ დატოვეს მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე ზოოლოგიის კათედრაზე, პარალელურად ხელმძღვანელობდა ქ. გორის ვაჟთა და ქალთა კალათბურთის ნაკრებ გუნდებს. სპორტის დიდი ქომაგი და პროპაგანდისტი იყო. მისი ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა ბადმინტონისა და მაგიდის ჩოგბურთის სექციები. მისი აღზრდილები ხშირად მონაწილეობდნენ რესპუბლიკური მნიშვნელობის ღონისძიებებში და 1968 წლის ჩემპიონებიც გახდნენ ბადმინტონში. 22 წლის ასაკში მოიპოვა რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯის საპატიო წოდება. მისი გარდაცვალების შემდეგ, მეგობრების ინიციატივით, არაერთხელ ჩატარდა მისი სახელობის ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.76-78
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

