| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ომარ ჭიღლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. გორის პედაგოგიურ ინსტიტუტის (მათემატიკის სპეციალობით) დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად ჰქონდა კომკავშირულ-პარტიული მოღვაწეობის ციკლი ("გორვაჭრობის" კომკავშირის კომიტეტის მდივანი; წვენების ქარხნის პარტორგანიზაციის მდივანი და ა.შ.). რამდენიმე წელში იგი წვენების ქარხნის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო სულ მალე გადაიყვანეს გორში ახლადგახსნილი მაცივარკომბინატის ჯერ დირექტორის მოადგილედ, მერე კი დირექტორად. იმუშავა ასევე "გორვაჭრობისა" და "საზკვების" გაერთიანებული სისტემის დირექტორად. შემდგომ იყო საქსოფტექნიკის გაერთიანების დირექტორად, გორის რაიონის დამზადების სისტემის ხელმძღვანელად და სხვა. ეწეოდა პედაგოგიურ მოღაწეობას. ლექციებს უკითხავდა გორის პედინსტიტუტის რუსული სექტორის სტუდენტებს საგანში -"რევიზია და კონტროლი", წარმატებული პარტიულ-სამეურნეო მოღვაწეობისათვის მიღებული ჰქონდა მრავალი საპატიო სიგელი, დიპლომი, მადლობა, მედალი, პრემია და სხვა სახის ჯილდო. იგი იყო ქართულ, ჩინურ, რუსულ კომპანიის ხელმძღვანელი ქვეყნის მასშტაბით. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020 -გვ.79-82
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

