The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ლაცაბიძე

მიხეილ ლაცაბიძე
დაბადების თარიღი:1924
გარდაცვ. თარიღი:12 მაისი, 2005  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტი; მოსკოვის სახელმწიფო საფეიქრო ინსტიტუტი.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ტაშკენტის საფეიქრო კომბინატში - ინჟინერი, გორის ბამბეულის ქსოვილების კომბინატში - კადრების განყოფილების გამგე, საამქროს ოსტატი, საქსოვი ფაბრიკის გამგის მოადგილე, კომბინატის მთავარი მექანიკოსი, შემდეგ მთავარი ენერგეტიკოსი, გორის სამრეწველო კომბინატში - მთავარი ინჟინერი, გორის მექანიკური ქარხნის დირექტორი, გორის ადგილმრეწველობის საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორი, გორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საწარმოს დირექტორი, ქარხანა "გორიხელსაწყო"-ს დირექტორი, პარტიის საქალაქო კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგე, სახალხო დეპუტატთა გორის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე და სხვა. იყო გამოცდილი ინჟინერი და ნიჭიერი ორგანიზატორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, საიუბილეო მედლები, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის "საპატიო სიგელი" (ორჯერ), რესპუბლიკის "დამსახურებული პროპაგანდისტის" წოდება, მრავალი მადლობა თუ დიპლომი, რამდენიმე საავტორო მოწმობა გამოგონებებზე და ა. შ. ღვაწლმოსილი პარტიულ-სამეურნეო მოღვაწე, ინჟინერი.

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.91-94

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: